- ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ, 23 წლამდელთა ევროპის რეკორდი აკვრაში 170 კილოგრამის დამორჩილებით ერთი კილოგრამით გააუმჯობესა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
სპორტსმენმა, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში 133/137 კგ. დაძლია და მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა 162/166/170 და მესამე პოზიციაზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.
სპორტსმენი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.