ზუგდიდელი ქორეოგრაფების წარმატება კორეაში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “დავლათი,“ სამხრეთ კორეაში, ჩონანის მსოფლიო ხალხთა ნაციონალური ცეკვების კონკურს-ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციაში ,”ქუჩის ცეკვა”  და “სცენაზე შესრულებული ცეკვა” პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.

კორეაში გამართულ ფესტივალზე ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად 16 ქვეყნის 35 ანსამბლი მონაწილეობდა.

“დავლათი”-ს მხატვრული ხელმძღვანელი გიორგი მოსიაა.