- საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციიით, ზუგდიდელმა ნიკა კონჯარიამ ქალაქ ფუჯეირაში გამართულ ახალგაზრდულ ლიგაზე 14-15 წლების +70კგ კატეგორიაში 5 მოგებული ბრძოლით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უწყების ცნობით, ქალაქ ფუჯეირაში გამართულ ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის 3 სპორტსმენი მონაწილეობდა.
“ნიკა კონჯარიამ 14-15 წ. +70კგ 5 მოგებული ბრძოლით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში ანგარიშით 2-2 (პირველი ქულის უპირატესობით) ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა. ვულოცავთ ნიკას და მის პირად მწვრთნელს ცეზარ ჯანჯღავას ამ უდიდეს წარმატებას. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გოგიტა არქანია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.