ზუგდიდელი მოსწავლეები ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია


  • ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია.

ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია სამ, სენაკელ, თბილისელ და ბათუმელ თანატოლთან ერთად 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!