- სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მცხოვრები, 71 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
პაციენტი მკურნალობდა თერჯოლის კოვიდ საავადმყოფოში, მას ჰქონდა თანმდევი ავადმყოფობები.
ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 48 ზუგდიდში. მათგან 33 ადგილობრივ ბაზარში დადასტურდა.