- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ქართველმა კუდოისტებმა იტალიის დედაქალაქ რომში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, დიდებსა და 19 წლამდელთა შორის 7 მედალი მოიპოვეს – 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონის ტიტული დიდებში მოიპოვა ზუგდიდიელმა ლევან დარასელიამ (პირადი მწვრთნელი ირაკლი პაპავა), ხოლო რომეო გაბლაიამ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.