- ზუგდიდელებს, სამამულო ომის შვიდი გმირი ჰყავდათ. მათ, მაშინ, “საბჭოთა კავშირის გმირებს” ეძახდნენ. ისინი,, 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. მეორე მსოფლიო ომი კი, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ასევე საქართველოს ისტორიაშიც, “დიდი სამამულო ომის” სახელწოდებით იყო შესული. მიუხედავად იმისა, რომ დრომ ბევრი რამ გაადააფასა, მეორე მსოფლიო ომის გმირებს, თაობები, დღემდე, და დღეის შემდეგაც, ალბათ, პატივისცემით მოიხსენიებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ომის ქარ-ცეცხლ გამოვლილ ზუგდიდელ გმირებს:
ტიბუა შოთა პლატონის ძე (1918-1945) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ჭაქვინჯი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე ვისლის გადალახვის ბრძოლებში მოპოვებული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
სხულუხია გრიგოლ პეტრეს ძე (1909-1942)- ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. 1945 წლის 29 ივნისის ბრძანებულებით მიენიჭა გმირის წოდება ყირიმისათვის ერთ-ერთ სისხლიმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის (გერმანელებმა ცოცხლად დაწვეს კოცონზე).

სორდია ბონძი აქვსენტის ძე (1911-1944) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში. 1943 წლის 13 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში ასეულის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის.

ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ძველი აბასთუმანი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე პრუტზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე (1917-უცნ.) – ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიში. 1943 წლის 17 ნოემბერს ქერჩის სადესანტო ოპერაციისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
ჩილაჩავა შალვა ილიას ძე (1911) – ზუგდიდი. 1944 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება ოზარიჩევსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.
ქირია შალვა ნესტორის ძე (1910-1988) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაიში. 1944 წლის 26 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.