ზუგდიდელი ახალგაზრდების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე


  • დღეს, ზუგდიდელი ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კვლავ შეიკრიბდნენ.

მათი მსვლელობა ჰქონდათ ქალაქის ქუჩებში. აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ პროტესტს საქართველოს ნათელი მომავლისთვის.

ბოლოს, აქციის მონაწილეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაჩერდნენ და განაცხადეს, რომ ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

აქციის მონაწილეებთან ერთად, გადაადგილდებიან სამართალდამცავები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight + seventeen =

Akismet ანტისპამი