წიგნის “ზუგდიდის წარსული, აწმყო და მომავალი” გამოცემის იდეა საზოგადოება „ზუგდიდელში” დაიბადა. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ზუგდიდის ისტორია. წიგნზე მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე, უკვე ჩამოყალიბებულია წიგნის საბოლოო ვარიანტი, რომლის განსახილველად „ზუგდიდელის” ოფისში შეიკრიბნენ ზუგდიდის საზოგადოების გარკვეული ნაწილი და წიგნის სარედაქციო საბჭო.
შეხვედრაზე სპეციალურად ჩამოვიდა საბჭოს თავმჯდომარე, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ნოდარ ჭითანავა, რომელმაც შეხვედრაზე გააკეთა ინფორმაცია, რომ წიგნი “ზუგდიდის წარსული, აწმყო და მომავალი” გამოიცემა წლის ბოლოსთვის და ის გახდება თითოეული ზუგდიდელის სამაგიდო წიგნი.