დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მოქალაქეებმა, გააპროტესტეს თვითმმართველობებში მოსალოდნელი ცვლილება მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები შემდეგი წარწერით: „ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს“
„მთავრობა ცეცხლს ეთამაშება“, „ზუგდიდი ქალაქია“, „გადადგეს კორუმპირებული გუბერნატორი“, „დაიცავი შენი ქალაქი“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე თენგიზ ჯგუშია სიტყვით გამოვიდა და ხელისუფლებას, ზუგდიდის საკრებულოს წევრებს მიმართა მხარი არ დაუჭირონ მოსალოდნელ ცვლილებებს, “გამოიყენონ ისტორიული შანსი თავიანთი ღირსების და ზუგდიდის წინაშე. ზუგდიდი იქნება ყოველთვის ქალაქი თავისი სრულფასოვანი უფლებებით“. აქციის მონაწილეთა თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია, თუ საკრებულო მიიღეს დღეს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთნ დაკავშირებით, ისინი ქალაქში პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.
ჯგუშიას განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “შემოფანტული ავტორიტეტი, ქარს გატანებული ხალხის ნდობა. ჯგუშია მიმართავს პრემიერ მინისტრს კვირიკაშვილს, ვიცე პრემიერს კალაძეს, ალავიძეს არ მისცემენ უფლებას თბილისიდან, ზუგდიდის, აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებელების ნაცვლად მართონ ზუგდიდი და „ატკატებით“ თავიანთი ოჯახის ცხოვრება განავითარონ. აქციის მონაწილეებმა გვირგვინი-ვენოკი მერიის შესასვლელ კარებთნ დატოვეს. „ეს ვენოკი უშუალოდ ეკუთვნის ხელისუფლების ჟანდარმს, კორუმპირებულ კრიმინალ გუბერნატორ შონიას, რომელიც აშანტაჟებს საკრებულოს წევრებს, რომ მხარი დაუჭირონ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და გაუქმებას. მოგვაშოროს ივანიშვილმა კრიმინალი, კორუმპირებული, გუბერნატორი“. – აღნიშნა ჯგუშიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TYTuz1uPcgY[/embedyt]
აქციის მონაწილეებს შორიდან თვალს ადევნებდა მოქალაქე ზვიად სიჭინავა. მან ჟურნალისტებს უთხრა, ” რაც არ უნდა დაწერონ ქაღალდში მაინც ქალაქელი ზუგდიდელი ვარ. მისი თქმით, სამეგრელოს დედაქალი ყოველთვის იყო ზუგდიდი და ამას ვერავინ წაართმევს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=m2i_KXRNVyk[/embedyt]
მოგვიანებით, აქციის მოანაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლეს და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით გააპროტესტეს. აქაც სიტყვით გამოვიდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი თენგიზ ჯგუშია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “მთავრობა ეთამაშება ცეცხლს. ცეცხლთან თამაშია ზუგდიდელების ღირსების გათელვა”.