- დღეს, ზუგდიდში, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები შეიკრიბნენ, ვისაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, გადაადგილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად აეკრძალათ.
მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათი განცხადებით, მთავრობის აკრძალვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას მათთვის,-კერძო საფინანსო ორგანიზაციების ვალები აქვთ და შეღავათები, რომელიც სხვა ბანკებმა დააწესეს, მათზე არ ვრცელდება.
შეკრებილ მძღოლებთან მივიდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მძღოლებმა მიიღეს პირობა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეხვდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მძღოლებს გააცნობენ გადაწყვეტილებას.