ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას, ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, ნიკოლაძის ქუჩაზე, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.
გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი დაჯარიმდა 31-ე მუხლის 7 ნაწილის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს 2-კილოგრამზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას. ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.