- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის შიდა ტერიტორია დაასუფთავა.
“მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მადლიან და საშვილიშვილო საქმეში. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.”-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.