- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსთაველის ქუჩაზე (აგრალური ბაზრის მიმდებარედ) სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 32 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.