“ზსსუ ევროპული მომავლისთვის”


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელმოწერისთვის სოციალურ მედიაში გაავრცელეს სპეციალური მიმართვა: “ზსსუ ევროპული მომავლისთვის”.

სტუდენტები წერენ, აღნიშნული კანონის არათუ მიღება, არამედ მისი განხილვაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. მიმართვა ვრცელდება სპეციალური ფორმით, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი სტუდენტი შეუერთდეს.

“შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას განზრახვას მიიღოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. 

აღნიშნული კანონის არათუ მიღება, არამედ მისი განხილვაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

ხაგზასმით აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. 

კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, ათასობით მოსწავლეს, სტუდენტს აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას. 

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

აღნიშნული კანონი ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას და ის არ არის საქართველოს არჩევანი.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!