“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში” საზაფხულო სკოლამ დაასრულა მუშაობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მოხალისე მასწავლებელს ა(ა)იპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისგან” სიგელი გადაეცა.
პროექტი “ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა” ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროის მანძილზე მოზარდები სხვადასხვა სახის აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას. დაგეგმილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები სახვით ხელოვნებაში, ბუნებაში, მუსიკაში, მხატვრულ კითხვაში, ხელგარჯილობაში, ისტორიაში და ეკოლოგიაში.
პროექტის მიზანია ბავშვების წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლება, მეტი მკითხველის მოზიდვა და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პოპულარიზაცია.
პროექტი 1 აგვისტოდან განახლდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის იქნება გათვლილი.