ზაზა ფარცვანია თანამდებობიდან წავიდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ, რომელიც გამოირჩეოდა თავის პოსტებში “სიძულვილის ენის” პოსტებით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი ფეისბუქკომენტარები არ დარჩენილა უყურადღებოდ არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო აქტივისტებს. 

ზაზა ფარცვანიამ ჟურნალისტთან საუბარში განმარტა: “რატომ მივიღე გადაწყვეტილება? უხერხულობაში არ ჩავაგდე არავინ, შეაწუხეს როგორც ჩემი ხელმძღვანელი, ისე ქალაქის მერია. არასამთავრობოების გამო, დავწერე განცხადება. საცხოვრებლად გადავედი თბილისში”.

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ “ზუგდიდელებთან” დაადასტურა, რომ ზაზა ფარცვანიამ პოსტი 11 ოქტომბერს დატოვა. “ფარცვანიას პოსტზე ჯერჯერობით, არავის მოვიაზრებთ… თუ საჭიროებამ მოითხოვა, მხოლოდ მაშინ ავიყვანთ”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!