- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.
განკარგულების ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 30 სექტემბერს მოამზადა, ნათქვამია: „უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებელია“.