- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტის ბარათშია აღნიშნული.
კანონპროექტი მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის ცალკეულ საკითხებს აუმჯობესებს. აქამდე კანონპროექტს უმაღლესი რადას სპიკერმა მოაწერა ხელი.
პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში “უკრაინის ხმა” უნდა გამოაქვეყნონ. კანონი მისი გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის შემდეგ შევა ძალაში.
წყარო