- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
“ახლახანს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ისტორიულ დოკუმენტს – ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან სტეფანჩუკთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შმიგალთან ერთად. ასევე, ხელმოწერილია ერთობლივი განცხადება. დოკუმენტები უკვე ბრიუსელისკენ გზაშია“, – წერს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.