- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.