ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს


  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთთან შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ერთი მიდგომა – როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ რუსეთის მოქალაქეებთან მიდგომას. მადლიერი ვარ ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ქვეყნების, რომლებმაც წამოიწყეს დისკუსია ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ რუსი მკვლელები, სახელმწიფო ტერორის ხელმძღვანელები არ ისარგებლებენ შენგენით. არ შეიძლება ევროპის იდეის დანგრევა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების. არ შეიძლება, ევროპა გადაიქცეს სუპერმარკეტად, რომლისთვისაც სულ ერთია, ვინ შედის, მთავარია ადამიანმა გადაიხადოს ნავაჭრი. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება სამართლიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც დევნის გამო სჭირდებათ საზღვრებს მიღმა მხარდაჭერა დევნის.

„მათ უნდა მიიღონ ცივილიზებული მსოფლიოსგან დახმარება. ამისთვის არსებობს იურიდიული ნორმები, თავშესაფარი და სხვა გზები, მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, ვისაც დევნიან. ეს არ უნდა ეხებოდეს რუსების დასვენებას ევროპაში. ტერორისტ სახელმწიფოსთან მუშაობა არ შეიძლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!