ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა


  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა.

სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

„ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა – უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს.

„ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროა. ყველა ხედავს, ვინ არიან უკრაინელი დამცველები. ვიღაცამ საკუთარ თავს მსოფლიოს მეორე არმია უწოდა, თუმცა ყველა ხედავს, ვის უჭირავს პირველი ადგილი. ყველა ხედავს თქვენს სიძლიერეს, გამძლეობას, თქვენს უნარებს, თქვენს სტანდარტებს, უკრაინის სტანდარტებს“, – განაცხადა ზელენსკის ვიდეომიმართვაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!