ვლაქერნობაზე, ადგილობრივი მედია საპროტესტო მაისურებით გამოცხადდა (განახლებული)


  • დღეს, ვლაქერნობის დღესასწაულს, ადგილობრივი მედია საპროტესტო მაისურით გააშუქებს. მაისურზე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოა გამოსახული-პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ნაცემი ოპერატორი, ამიერიდან, თითოეული ჟურნალისტისთვის გახდება სიმბოლო, ჯავშანი და გაფრთხილება,-რომ მედია, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაცული უნდა იყოს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისგან, რომ უპირველესად, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუციების ნება უნდა იყოს მისი დაცვა.

ფოტო: “ზუგდიდელები”

5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ათეულობით ჟურნალისტის მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, განხორციელდა ძალადობა, მათ შორის იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ.

ფოტო ჟურნალისტ ნანა ხუბუტიას ფეისბუქვერდიდან


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!