- ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის საზაფხულო სკოლის მეექვსე დღე-დილა დაიწყო გასვლითი აქტივობით. ჩატარდა ერთჯერადი აქცია: “ვიცხოვროთ სუფთა გარემოში”.
საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა ა ი პ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” უშუალო ხელმძღვანელობით დაასუფთავეს დადიანების მუზეუმის და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს უფროსი, ბატონი ნუგზარ მოლაშხია მიესალმა ბავშვებს და აუხსნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, როგორ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან და ყველაფერ ამას როგორ ემსახურებიან “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლები, როგორ მიმდინარეობს ცენტრის ძირითადი ფუნქციის – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა და მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესების ხელშეწყობა. შემდეგ სკოლის მოსწავლეებს დაურიგდათ ფორმები და სამუშაო იარაღები და ბავსვები შეუდგნენ განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავებას.
მათ, ასევე, დაათვალიერეს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყვანილი იყო მუზეუმის ტერიტორიაზე.
ბოლოს, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“-ს თანამშრომლებმა მოსწავლეებს გასავრცელებლად დაურიგეს ბუკლეტები და სამახსოვროდ გადასცეს ქუდები. გადაიღეს სამახსოვრო სურათები. აქცია დამთავრდა მხიარული გასეირნებით.