- აფხაზური მედიის ცნობით, გალის რაიონში ენგურის ხიდიდან გადმოსულ მოქალაქეებს ვირუსზე ამოწმებენ.
საგუშაგოსთან განთავსებული მობილური ლაბორატორიის საშუალებით ხდება შემოწმება, აქვს თუ არა ადამიანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მედიისვე ცნობით, საგუშაგოსთან ორი მობილური ლაბორატორიაა განთავსებული.