ვინ იქნება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე?


ქალაქ ზუგდიდიდს საკრებულოს წევრი კარლო ღადუა, “ზუგდიდელებთან” საუბარაში, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად წარდგენის შესახებ. “ალბათ, ფრაქცია “ქართული ოცნება” შეიკრიბება და ერთად გადაწყვეტენ, თუ ვის წარადგენენ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე მივიღე შემოთავაზება ამ პოსტისათვის, არ შეესაბამება სიმართლეს.”

რაც შეეხება, მეორე კანდიდატურას – ზუგდიდის რესურს ცენტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია, რომელიც ასევე “ქართული ოცნების” წევრია, “ზუგდიდელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ის თბილისში იმყოფება რამდენიმე დღეა და არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ აქვს. არც თანაგუნდელები შეხმიანებიან და არ  შეუთავაზებიათ ეს პოსტი.

სავარაუდოდ, ქალაქის საკრებულოს სხდომა გაიმართება 4 ნოემბერს, მაგრამ როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარე კარლო ღადუა ამბობს, ამ სხდომაზე არ დადგება საკითხი თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ კენჭი იყარა საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად “ქართული ოცნების” სახელით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!