- ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.
თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში. მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ხელისუფლება ქალაქის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.
ვენეციის ვიზიტორთა 80%-ზე მეტი ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის.
ჯამში, იტალიის ქალაქს 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.