- 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს გადაწყვეტილება ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის კიდევ უფრო წახალისებას ისახავს მიზნად და ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.