ვარო (ბელა) ბაძაღუას გახსენება


  • 2021 წელი ტკივილიანი აღმოჩნდა ღუბელაძეების ოჯახისთვის. მეუღლე, კარლო ღუბელაძემ და შვილებმა: ქრისტინე, ბაია და სალომემ დაკარგეს უძვირფასესი და უსპეტაკესი მეუღლე და დედა ქალბატონი ვარო (ბელა) ბაძაღუა-ღუბელაძე.

კარლო და ვარო ( ბელა) ერთად ცხოვრობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. ჰყავდათ სამი ქალიშვილი. ძალიან კეთილი ხასიათებით, ერთმანეთთან შეხმატკბილებულად 41 წელიწადს იცხოვრეს. ოჯახს, მეუღლისა და დედის მოულოდნელმა გარდაცვალებამ თავზარი დასცა და სიცოცხლის ხალისი დაუკარგა. გოგონებმა დედის უდროოდ გარდაცვალებით ვერაფრით ვერ შეძლეს სიცარიელის შევსება. ძალიან გაუჭირდათ “დიდი დიასახლისის” გარეშე ყოფნა. გულდარდიანები ყოველი დღე ადიოდნენ სასაფლაოზე, მამასაც უმსუბუქებდნენ ამ დიდ ტკივილს.

ამბობენ, დრო ტკივილებს ვერ კურნავსო, მაგრამ… შვილებმა შესძლეს ცხოვრების გაგრძელება და დედის მძიმე ტვირთი შეითავსეს. ხშირად იმეორებენ: “დედის ტრადიცია ჩვენ უნდა გავაგრძელოთო”. ასევე, ტრადიციად აქციეს დედის დღეს, 3 მარტს, დედის სასაფლაოზე ავიდნენ და მიულოცონ იმიერში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ვარო (ბელა) ბაძაღუა- ღუბელაძის სპეტაკი სული.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!