- ქართველ მევენახეებს ონლაინ ვიდეო კურსების მეშვეობით ვაზის ზამთრისა და მწვანე სხვლის შესახებ სიღრმისეული ცოდნის შეძენის შესაძლებლობა აქვთ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ვენახის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო ექსპერტის, ხულიო პრიეტო დიაზის ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო კურსები ხელმისაწვდომია ვებსაიტზე pruning.ge. ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა FAO-ს მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით შეიქმნა ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული საგანმანათლებლო კურსების მიზანს, ყურძნის გაუმჯობესებული წარმოების ხელშეწყობით საქართველოში ღვინის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება წარმოადგენს როგორც ქვეყნის ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, სხვლის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვით შემცირდება ფიტოსანიტარული პრეპარატების გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად სასიკეთო გავლენას ახდენს გარემოს მდგრადობისა და მომხმარებლამდე უფრო უვნებელი სურსათის მიტანის თვალსაზრისით.
Pruning.ge ორ ვიდეო კურსს მოიცავს: ვენახის სხვლა და ფორმირება და მწვანე სხვლა. პირველი კურსი ვაზის ზამთრის სხვლის მეთოდებს ეხება, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ვაზის სტრუქტურის ჩამოყალიბება, მოსავლის რეგულირება და მცენარის მომდევნო სეზონის ზრდის ციკლისთვის მომზადება. ონლაინ კურსი მწვანე სხვლის შესახებ ფოკუსირებულია მცენარის მწვანე მასის, ყლორტების მართვაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზრდის დაბალანსება, ამონაყრის მოცილება და ვარჯის მართვის გაუმჯობესება, რათა მცენარეს ჰქონდეს უკეთესი წვდომა მზის სხივებზე და გაუმჯობესდეს ჰაერის ცირკულაცია.
ვაზის სხვლის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა ვენახის ხარისხს, ეფექტურობას, პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ვაზი ქართული კულტურის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია და ქვეყნის სოფლის მეურნეობის სიმბოლოს წარმოადგენს. ის აუცილებლად უნდა გახდეს უფრო მედეგი კლიმატური ცვლილების მიმართ და ამავდროულად, უკეთესი ხარისხის, მეტი მოსავალი აწარმოოს. ვენახის ეფექტური მართვისთვის კი აუცილებელია ვაზის სხვლა, რაც გაუმჯობესებულ ფიტოსანიტარულ მდგომარეობას განაპირობებს. „სხვლის ტექნიკების შესახებ სიღრმისეული ცოდნის მიღება და გამოყენება უფრო მაღალი ხარისხის მოსავლის წინაპირობაა და ვენახის კეთილდღეობას უზრუნველყოფს. შესაბამისად,