„ეფლი“ და „გუგლი“ მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდათ თუ არა ბოლო პერიოდში კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან


  • ამერიკული კომპანიები „ეფლი“ და „გუგლი“ ერთობლივად მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, მათ ბოლო პერიდოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

კომპანიები თავდაპირველად ცალკე აპლიკაციის შექმნას აპირებენ, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული ფუნქციის ოპერაციულ სისტემაში ჩანერგვას ისახავენ მიზნად.

ამერიკული კომპანიები საკუთარი იდეის განხორციელებისთვის „ბლუთუზის“ გამოყენებას გეგმავენ. სისტემა შემდეგნაირად იმუშავებს: თუ სმარტფონების ორ მფლობელს ერთმანეთთან კონტაქტის დროს ბლუთუზით ხდება ანონიმურად მონაცემების გაცვლა მოხდება. თუ მოგვიანებით, რომელიმეს ამ პირებს შორის კორონავირუსს დაუდგენენ, მისი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პროგრამაში რეგისტრირდება. ადამიანი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.

„გუგლი“ და „ეფლი“ აღნიშნავენ, რომ მონაცემების გაცლის დროს არ მოხდება პერსონალური ან ადგილსამყოფელთან დაკავშირებული მონაცემების ჩაწერა. კომპანიები აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ანონიმურობა და კონფიდენციალობა დაცული იქნება.

„პირადი მონაცემები, გამჭვირვალობა და თანხმობა ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით მივაღწიოთ ამ ინიციატივის ამუშავებას“, – ნათქვამია „ეფლისა“ და გუგლის“ ერთობლივ განცხადებაში.

კომპანიები აღნიშნავენ, რომ საკუთარი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, როათა ნებისმიერ მსურველს მისი ანალიზის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ტექნოლოგიური გიგანტების გეგმით აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა. ის აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის განსახილველად მის ადმინისტრაციას დრო სჭირდება.

„ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა ბევრ ადამიანს ეს ადარდებს პერსონალური თავისუფლების კუთხით“, – განაცხადა მან.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!