დღეს, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ზუგდიდში გამოცდები მეორე საჯარო სკოლაში ტარდება. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას ინფორმაციით, 2017 წლის გამოცდები დაიწყო ძალიან კარგად და რაიმე სახის დარღვევებს ადგილი არ ქონია.
მისი განმარტებით, საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად, „დღეს, პირველ სესიაზე, უნდა გამოცხადებულიყო 434 აპლიკანტი, მაგრამ გამოცხადდა 428, ანუ ექვსი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. დაგვიანებას ადგილი არ ქონია. მეორე სესიის რეგისტრცია დაიწყება 2 საათზე, გამოცდა კი, სამ საათზე.
„ზუგდიდელები“ საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურინტებს გაესაუბრა. აბიტურიენტების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო. აბიტურიენტი ჯენიტა მიშველავა ამბობს, რომ ფსიქოლოგიურზე აბარებს ილიაუნში და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ სტუდენტი გახდება. „მე დღეს თემა შუშანიკის წამებაზე დავწერე, საკმაოდ ვრცელი იყო, ვფიქრობ, რომ თავი გავართვი“.
აბიტურიენტ სულხან სორდიას ტესტები საშუალოდ რთულად მოეჩვენა, ის ფიქრობს, რომ დღევანდელ ტესტებს თავი წარმატებით გაართვა. „საშუალო სირთულის ტესტები იყო, აბიტურიენტის მოიმზადების დონეს გააჩნია. მინდა, თითოეულ სტუდენტს წარმატება ვუსურვო.“