ცნობილი ანსამბლი “ერისიონი” 130 წლისაა. მისი საიუბილეო ტურნე საქართველოს 7 ქალაქში განხორციელდება. მათ შორის არის ზუგდიდიც. 17 აგვისტოს “ერისიონი” ზუგდიდს ეწვევა და 20:00 საათზე ღია ცის ქვეშ – ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, “სკეიტ-პარკში,” გამართავს კონცერტს.
კონცერტის მხარდამჭერია ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.