- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
უწყების ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500 -მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.