- ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია.
აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ დღეს, შუადღისას მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც გვერდით მდგომ შენობებზეც გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.