“ენმ” ბრალს სდებს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მმართველი პარტია და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ ამომრჩევლების და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსყიდვას ცდილობს. “ენმ” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, დღეს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ პროცესებში ჩართულნი არიან: “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კოდუა, მამუკა წოწერია და მაიზერ ნანავა. ანა წითლიძე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mj6elCKtNMk[/embedyt]

“ენმ” ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებენ “ქართული ოცნების” შტაბში, მაგრამ შტაბის ხელმძღვანელს დავით კოდუას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!