“ეკო ხელნაკეთის” მოსწავლეებმა ზუგდიდი მოლში თექისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართეს


  • ტრადიციული რეწვის სახელოსნო “ეკო ხელნაკეთის” მოსწავლეებს დღეს ზუგდიდი მოლში თექისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ჰქონდათ.

სააღდგომო თემატიკაზე დამზადებული ნამუშევრები პატარებმა თავად გაყიდეს.

ტრადიციული რეწვის სახელოსნო ,,ეკო ხელნაკეთი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ხელნაკეთი ნივთების დამზადების კვალდაკვალ სახელოსნოს ძალიან დიდი მისია პატარა თაობაში ხელსაქმის
პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზნით ,,ეკო ხელნაკეთის” ბაზაზე შეიქმნა სასწავლო კურსები პატარა ბავშვებისათვის, სადაც ისინი სწავლობენ თექის დამუშავებას, მარკეტინგის საწყისებს, საკუთარი ნამუშევრების პიარს, შემოსავალ-გადავალსა და ღებულობენ პირველ შეკვეთებს.

გამოფენა-გაყიდვის ფორმატი პატარებისთვის დიდი გამოცდილება იყო. მათ შეძლეს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და რეალიზაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!