- „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, რომ სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, კლასი ორ ნაწილად გაიყოს და ნახევარი კვირის განმავლობაში სკოლაში კლასის ერთმა ნაწილმა იაროს, ხოლო კვირის მეორე ნახევარში – მეორე ნაწილმა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მოსახლეობას სთავაზობს, გამოსავალი არაა.