- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.
1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის .
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
შარლ მიშელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.