ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ორმა კონკურსანტმა გაიმარჯვა


  • ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში – “ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული” საქართველოდან წარდგენილი ხუთი ნამუშევრიდან სამმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებიდან ორი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელია.

კონკურსში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნაშრომები თემებზე: ხელოვნება და გართობა/შემეცნება. გამარჯვებული მოსწავლეები, 2019 წლის ნოემბერს სტრასბურგში გაემგზავრებიან. კონკურსის გამარჯვებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე თუზბაია. მისი ნაშრომი “ჩვენი ევროპული მემკვიდრეობა – დადიანების სასახლე ზუგდიდში” სამ გამარჯვებულ ნამუშევარს შორისაა. კონკურსის გამარჯვებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე 12 წლის ბარბარე გიგლემიანი – მან კონკურსზე “ლამპრობა და აპჰელიო” წარადგინა.

საქართველოს გარდა, 10 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა უკრაინის (1 ნაშრომი), მაკედონიის (1 ნაშრომი), ლატვიის (1 ნაშრომი), სერბეთისა (2 ნაშრომი) და რუსეთის (2 ნაშრომი) ნაშრომები. ინიციატივაში სულ ჩართულია 12 ქვეყანა, ესენია: საქართველო, ესპანეთი, ესტონეთი, ისლანდია, ლატვია, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუსეთი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!