ევროკავშირის დღეები ზუგდიდში არტ-გალერეაში ფოტოგამოფენით გაიხსნა. ფოტომასალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებს ასახავს. ის 9 მაისამდე გაგრძელდება. ევროკავშირის დღეების ფარგლებში 9 მაისს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილია შეკრება ზუგდიდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის ეზოში. თარიღი ევროკავშირის დაბადების დღეს უკავშირდება. 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა პარიზში განაცხადა ევროპული ინტეგრაციის იდეა, ამიტომ ეს დღე ევროპის კავშირის დაბადების დღეა. ამ თარიღს 1951 წლიდან აღნიშნავენ.