ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის“ ორგანიზებით იმ ბავშვებს, ვისაც კარდიოლოგიური პრობლემები, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები აქვთ, უფასო სამედიცინო კონსულტაციები და კარდიოექოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ. კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგებმა ჩაუტარეს. აგვისტოს ბოლოს თბილისში, იტალიელი კარდიოქირურგების გუნდი ჩამოდის, რომლებიც ქართველ ექიმებთან ერთად, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილებაში, გულის მანკების მქონე ბავშვებს ოპერაციებს ჩაუტარებს.