26 წლის შემდეგ, პირველად, სამეგრელოში, სახალხო დღესასწაული „ეგრისობა“ გაიმართა.
დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეგრისობის დღესასწაული მხოლოდ ერთი კუთხის ზეიმი არაა მხოლოდ მდიდარი კულტურის და ტრადიციების წარმოჩენის სურვილი არაა, არამედ ის ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი ერთად ყოფნის სურვილია.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კუთხეები დაათვალიერა. ზუგდიდის კუთხესთან მეგრული სამზარეულოც დააგემოვნა, სადაც მას მასპინძლობა ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ედიშერ თოლორაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ლაშა გოგიასთან ერთად გაუწია.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდში, თხილის ქარხანაც გახსნა.