- 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.