- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “ახალი წლის დღეების” ფარგლებში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება.
საღამოს კი საზეიმოდ ნაძვის ხე აინთება.