- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ძლიერ ქართან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დღეს 24 აგვისტოს, უსაფრთოების მიზნით, ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ასევე, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით, დღეს, 24 აგვისტოს ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.