- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი“, მეხუთედ, გამართა ლიტერატურული PEN-მარათონი “სარკმელი 2022”.
კონკურსის მონაწილეებმა ნამუშევრები, სურვილისამებრ, როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე შეასრულეს.
PEN-მარათონისთვის ორი თემა შეირჩა: “შეხედე ამ მხარეს, ღია ბარათი ემიგრანტებს” და “გენწოსოფი გვიმარა”.
მარათონში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე და უნივერსიტეტის სტუდენტი ღებულობდა მონაწილეობდა.
კონკურსის შემდეგ, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
- ყველაზე კრეატიული ნაშრომი;
- საუკეთესო ჩანახატი;
- საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ;
- საუკეთესო რეპორტაჟი;
- საუკეთესო ლექსი;
- საუკეთესო ზღაპარი,
- ჟიურის რჩეული;
- PEN-მარათონში მთავარი პრიზი-“ნინელის“ პრიზი;
PEN მარათონში გამარჯვებულებს, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.
შეხვედრას ესწრებოდნენ PEN მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე, ახალგაზრდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე შალვა ქარჩავა და “სარკმელის” უფროსი თაობის წარმომადგენელი პედაგოგი კობა შონია.