- 11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის.
დღეიდან, იხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა; ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
გაიხსნება ყველა სახის წარმოება;
ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;
ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები სრულად;
კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
გარდა ამისა, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.