ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას საარჩევნო შტაბში, მედიას, საარჩევნო დარღვევების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. მერობის კანდიდატის პრესსამსახურის, მაგდა კლდიაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრობლემაა გადასატან ყუთებთან დაკავშირებით.
მათი ინფორმაციით, ყუთის გადატანასაც მხოლოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები ახორციელებენ. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩენო შტაბის ინფორმაციით, გადასატანი ყუთის სიებში სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არიან. სოფელ კახათში, #95 საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილია ნურა გეთია, რომელიც სრულიად ჯანმრთელია და არსებული ინფორმაციით, მას ამ სიაში შეყვანაზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა კოორდინატორმა განცხადება ერთი კვირის წინ დააწერინა. ამავე სოფელში, “ქართული ოცნება” გადაადგილდება ავტომობილით, ნომრით – ZMS 341. რიგი დარღვევებია ე.წ. კომბინატის დასახლებაში არსებულ #89 საარჩევნო უბანზე, სადაც მარკირებაგავლილი პირები ცდილობენ ხელახლა მიიღონ მონაწილეობა და კომისიის წევრები მათ ამის საშუალებას აძლევენ. ამავე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ დატოვა საარჩევნო უბანი და უცნობ პირებს გარეთ ავტომობილში გაურკვეული დოკუმენტები გადასცა. ე.წ. კომბინატის დასახლებაში, 25-ე საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაჰყვებიან. #19 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ უბანი დატოვა და მისივე თქმით, სახლში წავიდა. სოფელ ორსანტიაში 59-ე საარჩევნო უბანში ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მარკირების გარეშე აძლევს ამომრჩეველი ხმას. დამოუკიდებელი კანდიდატის გადამღებმა ჯგუფმა, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან, დააფიქსირა პიროვნება ნინო აფსავა, რომელიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აძლევს მითითებას, თუ ვის უნდა მისცეს ხმა. მისივე თქმით, ის სოციალური განვითარების ცენტრიდან არის, თუმცა მასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან. დომენტი სიჭინავას პრესსამსახურის განმარტებით, გადასატანი ყუთების მეშვეობით, მმართველი პარტია მნიშვნელოვან ხმებს იღებს. არსებულ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა სამი ათასს აჭარბებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგზე. მაგდა კლდიაშვილის ინფორმაციით, #8 საარჩევნო უბანზე მარკირების გარეშე დაფიქსირდნენ მოქალაქეები; #89 უბანზე მარკირებაგავლილი პირები მიდიან ხმის მისაცემად, ამავე უბანზე კომისიის თავმდჯომარემ გარეთ გაიტანა საბუთები; #89-ე უბანზე სპეციალური სიები აქვთ კართან ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე მისულ მოსახლეობას უთითებენ ვის უნდა მისცენ ხმა; კოლხიდაში არსებულ საარჩევნო უბანზე 36 კაცია რეგისტრირებული გადასატან ყუთზე და 50 ბიულეტენი გაიტანეს; სოფელ კახათში, #95-ე უბანზე სრულიად ჯანმრთელ ხალხს დააწერინეს განცხადებები, ნურა გეთიაა კონკრეტულად ასეთი პირი და გადასატანი ყუთი დააქვს „ქართული ოცნების“ შტაბის მანქანას (მერსედესი ZMS 341) #84-ე უბანზე კომისიის წევრები ჩანთებით დადიოდნენ და დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი გამოუშვეს საარჩევნო უბნის გარეთ. #25-ე უბანი, ე.წ. კომბინატში 4 პირი დაჰყვება გადასატან ყუთს და ოთხივე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ არის. #59 უბანში, სოფელ ორსანტიაში, ბეჭედს არ ურტყამენ ბიულეტენებს; სოფელ კახათში, #95 საარჩევნო უბანში მკვდარი სულები სიაში; #77-ე უბანი სოფელ ჭითაწყარში კონვერტებს ახვედრებენ ამომრჩეველს; #5 უბანში მარკირებას არ უკეთებენ ამომრჩეველს; #31-ე უბანში, კოკში აგიტაციას ატარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები; 28-ე უბანზე წილისყრით გადასატან ყუთზე ყველა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია მიმაგრებული;